სიახლეები

2019 წლის 19 დეკემბერს თინათინ წერეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში გაიმართა გერმანული სახელმძღვანელოს – სამართალმცოდნეობის საფუძვლები (Grundlagen der Rechtswissenschaft) – ქართული თარგმანის პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ოლაფ მუთჰორსტი, მთარგმნელი – დავით მაისურაძე.

2019 წლის 20 დეკემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა შედარებითი სამართლის ქართულ-გერმანული ჟურნალის პრეზენტაცია. ჟურნალს სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის გამომცემლობა გამოსცემს. ეს არის ქართველი და გერმანელი იურისტების მიერ მომზადებული პერიოდული გამოცემა, რომლის მიზანიცაა ქართული სამართლის აქტუალური პრობლემების მიმოხილვა შედარებით-სამართლებრივ ჭრილში.
პუბლიკაციები
